პროდუქტის აღწერა
- ევროპული ტიპის საავტორო ღვინო „ასურეთული“, რომელსაც ქართულ ღვინის ბაზარზე ანალოგი არ აქვს, დამზადებულია ნატურალური ტექნოლოგიით ძირძველი და მივიწყებული ქართული ყურძნის ჯიშისაგან „ასურეთული შავი“.
- ღვინო ხასიათდება სიმსუბუქით, უნიკალური ჯიშური არომატით – ხილის ტონებით და ხალასი მჟავიანობით, დიდხანს ტოვებს სასიამოვნო და გამორჩეულ გემოს. არის ღია ლალისფერი.
- ბოთლი გაფორმებულია ხელთნაკეთი ეტიკეტით კლასიკოსი მხატვრების რეპროდუქციების გამოყენებით. .გაფორმება არ მეორდება და მყიდველი ხდება ინდივიდუალური, უნიკალური ნიმუშის მფლობელი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. თითოეული ბითლი დანომრილია. სულ ნაწარმოებია 200 ბოთლი.