სახელშეკრულებო პირობები შპს „კაიზენისტი“ არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შექმნილი საზოგადოება, რეგისტრაციის ნომრით: 445445448. ეს მნიშვნელოვანია: სანამ შეიძენდეთ ნივთებს, რომლებიც მოცემულია ვებგვერდზე www.zanduki.ge, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს. მნიშვნელოვანია, რომ კარგად გაიზროთ აქ მოცემული სახელშეკრულებო პირობები, რადგან ამ პირობებზე დაყრდნობით გაწვდით თქვენ პროდუქციას. თუ პირობების რომელიმე ნაწილი არის გაუგებარი, გთხოვთ მოითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია. საიტზე პროდუქციის შეძენით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წესებსა და პირობებს. შპს „ჰუდი“ იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე სახელშეკრულებო პირობები. ცვლილებები ძალაში შევა ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე (ვებგვერდზე არსებულ ხელშეკრულებაში ასახვისთანავე.) მომხმარებელი ვალდებულია გადახედოს სახელშეკრულებო პირობებს ყოველ ჯერზე პროდუქციის შეძენამდე. ვადა გადახდის განხორციელების შემდგომ, პროდუქცია დამზადდება 2 სამუშაო დღის განმავლობაში. პროდუქცია გადატანილი იქნება მყიდველის მიერ მითითებულ სასურველ წაღების წერტილზე. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქცია წაიღოს მითითებული წერტილიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. პროდუქციის შეძენა პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ვებგვერდიდან www.zanduki.ge. პროდუქციის შესაძენად საჭიროა ბარათის ღირებულების სრულად გადახდა. ბარათის შეძენის საშუალებები მოცემული იქნება შეძენის დროს, რომელსაც აირჩევთ თქვენი სურვილისამებრ. შეძენის დამადასტურებელ მეილს მიიღებთ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე. პროდუქციის შეძენისას, შემძენი პასუხისმგებელია, რომ მოგვაწოდოს ზუსტი და სრული მონაცემები. თუ შემძენი გამოიყენებს მცდარ, არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, ან არ მიუთითებს მონაცემებს სრულად, შპს „ჰუდი“ არ იღებს პასუხისმგებლობას, რომ შეძენის ტრანზაქცია დასრულდება წარმატებით. პროდუქციის შეძენით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ამ ხელშეკრულების პირობებს და ეთანხმებით მათ. ასევე ადასტურებთ, რომ საიტზე გაეცანით პროდუქციის დეტალურ აღწერილობას და პროდუქციის აღების ვადას. თუ პროდუქცია არ იქნა მითითებულ ვადაში წაღებული, იგულისხმება, რომ მოხმარებელს არ უნდა პროდუქტის მიღება. ამ შემთხვევაში პროდუქტში გადახდილი თანხა უკან არ ანაზღაურდება. პროდუქტის მიღება პროდუქტის მიღება შესაძლებელია ჩვენს პარტნიორებთან, ე.წ. წაღების წერტილებიდან. წაღების წერტილის მონიშვნა შეგიძლიათ პროდუქტის შეძენისას სპეციალურ ველზე მონიშვნით. ასევე პროდუქტის მიწოდება შესაძლებელია კურიერის საშუალებით. პროდუქტის მისაღებად აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შეძენისას მინიჭებული შეკვეთის კოდი. შეკვეთის კოდი გამოგზავნილი იქნება მეილზე და ასევე მითითებული იქნება საიტზე მომხმარებლის შეკვეთების გვერდზე. თანხის დაბრუნება შეძენის შემდეგ და თქვენი მითითებული ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის შემდეგ, “Zanduki” არც ერთ შემთხვევაში არ აბრუნებს უკან ამ თანხას, მაგრამ იტოვებს უფლებას, საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ დაუშვას გამონაკლისები. აღწერილობა და ილუსტრაცია საიტზე მოცემული აღწერილობები თუ ილუსტრაციები არის იმდენად სწორი რამდენადაც შესაძლებლობა გვქონდა გადმოგვეცა სწორედ, თუმცა შეიძლება არსებობდეს გარკვეული განსხვავებები. პასუხისმგებლობის შეზღუდვა თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ აქ მოცემულ რჩევებს, არ დაემორჩილებით ჩვენს წესებსა და პირობებს, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას დამდგარ შედეგზე. დავები შპს „კაიზენისტი“ და პროდუქტის შემძენ (მიმღებს) შორის დავის შემთხვევაში, მისი გადაწყვეტა მოხდება მოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების შეუძლებლობის შემთხვევაში, დავა გადაეცემა სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. მხარეთა მოლაპარაკების შემთხვევაში, დავა შეიძლება განხილულ იქნას კერძო არბიტრაჟის მიერაც. კონფიდენციალურობის პოლიტიკა შპს ჰუდი (www.zanduki.ge) მომართულია, რომ დაიცვას და პატივი სცეს თქვენს პირად მონაცემებს. კონფიდენციალურობის ეს პოლიტიკა განსაზღვრას იმ პირობებს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პირად მონაცემებს. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ამ დოკუმენტს რათა გქონდეთ სრული წარმოდგენა თუ რა პრაქტიკა გვაქვს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით. ინფორმაცია რომელიც შეიძლება შევაგროვოთ თქვენგან თქვენს შესახებ ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ და დავამუშავოთ შემდეგი ინფორმაცია: ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მიუთითებთ ვებგვერდზე zanduki.ge (ჩვენი ვებგვერდი). ეს შეიცავს ინფორმაციას, რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციისას, ჩვენი სერვისის გამოწერისას, ან დამატებითი სერვისის მოთხოვნისას. ჩვენ ასევე შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგვწერთ რეპორტს ჩვენს ვებგვერდთან დაკავშირებულ პრობლემის შესახებ. თუ თქვენ დაგვიკავშირდებით, ჩვენ შეიძლება შევინახოთ ინფორმაცია მიმოწერის შესახებ. ჩვენს საიტზე თქვენს მიერ განხორციელებული ტრანზაქციები და შეკვეთების გაკეთება. ჩვენს საიტზე ვიზიტის დეტალები და რესურსები, რომლებზეც თქვენ შეხვალთ. IP მისამართები ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი კომპიუტერის შესახებ, თქვენი IP-ის, ოპერატიული სისტემის და „ბრაუსერის“ ჩათვლით. ეს არის სტატისტიკური მონაცემები ჩვენი მომხმარებლების მოქმედებებზე და არ ხდება პიროვნების იდენტიფიკაცია. “ბმულების”–ის გამოყენება “ბმულების”–ის გამოყენება ხდება თქვენი ვებ სერვერიდან ინფორმაციის შეგროვების მიზნით. “ბმულები”–ი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დამახსოვრებულია თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე. ბმულები არ შეიცავს პირად ინფორმაციას, იგი შეიცავს მხოლოდ ჩვენ საიტზე შემოსვლის სტატისტიკურ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია ჩვენ გვეხმარება ვებ გვერდის გაუმჯობესებაში და პერსონალიზირებული მომსახურების შექმნაში. თუ თქვენ არ გსურთ თქვენი „ბმულების “–ის ინფორმაციის გამჟღავნება, შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი „ბრაუზერის“ მეშვეობით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი „ბმულების “-ის წაშლის ან გაუქმების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა არ გქონდეთ საშუალება სრულად იხილოთ ვებ გვერდი და ისარგებლოთ ყველა მისი ფუნქციით. ინფორმაციის შენახვა ინფორმაცია შენახული იქნება ჩვენს დაცულ სერვერებზე, ნებისმიერი ინფორმაციის მიმოცვლა ჩვენ სერვერზე იქნება დაშიფრული თქვენივე უსაფრთხოებისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ონლაინ ინფორმაციის მიმოცვლა არ არის ბოლომდე დაცული, მცირე მაგრამ არის შანსი რომ დაცული ინფორმაცია გარკვეული რისკის ქვეშ დადგეს. თქვენ მიერ გაცემულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, გთხოვთ სიფრთხილე გამოიჩინოთ პაროლებისა და სხვა ინფორმაციის გაცემისგან. მიღებული ინფორმაციის გამოყენება თქვენი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას: ჩვენი ვებგვერდის ოპტიმიზაციისათვის; ინფორმაციის, შეთავაზებების და სერვისის მოწოდებისათვის, რომელმაც ჩვენი აზრით შეიძლება დაგაინტერესოთ; სერვისში ცვლილების შეტყობინებისათვის. ჩვენ ან ჩვენი ნებართვის შემთხვევაში ჩვენმა პარტნიორმა შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი მონაცემები რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ ნივთებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც ჩვენი აზრით შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის. ჩვენ ან პარტნიორები ამის შესახებ შეიძლება დაგიკავშირდეთ ელ-ფოსტით ან ტელეფონის საშუალებით. ინფორმაციის გამჟღავნება შეიძლება პერსონალური ინფორმაცია გამჟღავნებული იქნეს ჩვენ შიდა ჯგუფში არსებულ პიროვნებებთან. მესამე პირს შეიძლება ინფორმაცია გადაეცეს: ბიზნესის გაყიდვის შემთხვევაში ან ბიზნესის წილის გაყიდვის შემთხვევაში კანონის მოთხოვნის საფუძველზე მესამე პირის ლინკები მესამე პირის ლინკები შეიძლება იყო ჩვენს ვებგვერდზე. ნებისმიერ მესამე პირს აქვს თავისი კონფიდეციალურობის ხელშეკრულება, რომელსაც თქვენ ეთანხმებით ვებგვერდზე გადასვლისას. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მესამე პირის ვებგვერდებზე. ჩვენ პასუხს ვაგებთ მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე. ნებისმიერი მესამე პირის ლინკი, რომელიც ჩვენ ვებგვერდზე იქნება დადებული არ იქნება ჩვენი კონტროლის ქვეშ და არ ვიღებთ მასზე პასუხისმგებლობას. საკონტაქტო საშუალებები ჩვენ შეგვიძლია დაგეკონტაქტოთ ნებისმიერი ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის საშუალებით, სანამ უარს არ განაცხადებთ. ცვლილებები კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში მომავალში, კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე. თუ ხელშეკრულებაში მოხდება რაიმე მატერიალური ან არსებითი ცვლილება ჩვენ შეგატყობინებთ ვებ გვერდის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით. ჩვენთან დაკავშირება კონფიდენციალურობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე contact@zanduki.ge ან ტელეფონის ნომრებზე: 577 406056.
Close